შუშის საოფისე შენობა ქვემოდან
ჩვენი ექსპერტიზა

სრული სამართლებრივი გადაწყვეტები.

მორგებული კონსულტაცია ქართულ ბაზარზე არსებული რთული გამოწვევებისთვის.

KNM Advisory სრული სპექტრის იურიდიული კომპანიაა თბილისში. ვუძღვებით კლიენტების იურიდიულ საქმეებს: ხელშეკრულებებიდან და კორპორაციული საკითხებიდან შრომით ურთიერთობებამდე, გადასახადებსა და სასამართლო დავებამდე. ასევე გთავაზობთ სპეციალიზებულ სერვისებს კონკრეტული ინდუსტრიებისა და საჭიროებებისთვის, მაგალითად, ტექნოლოგიური კომპანიების, შემოქმედებითი ბიზნესებისა და სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის. თითოეულ სერვისს საკუთარი სრული გვერდი აქვს.

ტექ და სტარტაპ კონსულტაცია

IT კომპანიებს საქართველოს 0%-იან და 5%-იან საგადასახადო რეჟიმებში, ვირტუალურ ზონასა და საერთაშორისო კომპანიაში, შევიყვანთ და ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებსაც დამფუძნებლები, მომხმარებლები და ინვესტორები ეყრდნობიან.

  • ვირტუალური ზონისა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი
  • წესები და პირობები (Terms & Conditions)
  • პარტნიორთა შეთანხმებები და Vesting გრაფიკები
  • ურთიერთობა ინვესტორებთან (SAFE, Convertible Notes)
ვრცლად
გუნდი ლეპტოპებზე ერთად მუშაობს
თბილისის პანორამა

ბაზარზე შესვლა და Employer of Record

კომპანიის დაფუძნება, საბანკო ანგარიშები, გუნდი და ნებართვები ერთი ფირმისგან, ქმნით ახალს, ყიდულობთ არსებულს თუ ასაქმებთ ჩვენი Employer of Record-ის მეშვეობით.

  • კომპანიის დაფუძნება (ინკორპორაცია), ვირტუალური მისამართი და საბანკო ანგარიშები
  • კომპანიის შეძენა
  • Employer of Record
  • შრომითი საქმიანობის უფლება და ბინადრობა
ვრცლად

ყოველთვიური აუთსორს მომსახურება

თქვენი იურიდიული დეპარტამენტი, ყოველთვიური აუთსორსით. კონსულტაციები, ხელშეკრულებები და დოკუმენტები ერთ ყოველთვიურ მოდელში, რათა მცირე კითხვა ძვირ პრობლემად არასდროს იქცეს.

  • შეუზღუდავი სტრატეგიული კონსულტაციები
  • ხელშეკრულებები და მოთხოვნის წერილები ყოველთვე
  • დოკუმენტებისა და შესაბამისობის აუდიტი
  • 24/7 კავშირი იურისტთან
ვრცლად
გუნდის შეხვედრა ნათელ ოფისში
სათამაშო ბანქო ჰაერში, მაგიდის ზემოთ

iGaming და სათამაშო ბიზნესი

ნებართვები, შესაბამისობა და ხელშეკრულებები ონლაინ კაზინოებისთვის, ტოტალიზატორებისა და სათამაშო აპარატების ოპერატორებისთვის და მათი მიმწოდებლებისთვის, მათ შორის საქართველოს ახალი 5%-იანი ნებართვა უცხოელ მოთამაშეებზე ორიენტირებული ოპერატორებისთვის.

  • სათამაშო ბიზნესის ნებართვები და 5%-იანი საერთაშორისო ნებართვა
  • AML, მოთამაშის ვერიფიკაცია და პასუხისმგებლიანი თამაში
  • მოთამაშის წესები, მიმწოდებლებისა და აფილიატების ხელშეკრულებები
  • გადახდები, გადასახადები და დავები მარეგულირებელთან
ვრცლად

ინტელექტუალური საკუთრება

სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და საავტორო ნაწარმოებები, დაცული და შემოსავლისთვის მზად. გამომცემლებისთვის, მუსიკალური ლეიბლებისთვის, პროდიუსერებისა და ყველა ბიზნესისთვის, რომლის ნამდვილი აქტივი მისი სახელი ან კატალოგია.

  • სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის რეგისტრაცია
  • საავტორო უფლებები და ლიცენზირება
  • მუსიკის, გამომცემლობისა და პროდიუსინგის ხელშეკრულებები
  • უფლებების აღსრულება ონლაინ, საბაჟოზე და სასამართლოში
ვრცლად
სტუდიის მიკროფონი
სამართლის ბიბლიოთეკა წიგნების თაროებითა და მარმარილოს ბიუსტებით

დავების გადაწყვეტა

ერთი მოთხოვნა თუ ათასობით: ვწყვეტთ ინდივიდუალურ დავას და ვმართავთ მის უკან მდგომ სადებეტო და საკრედიტო პორტფელებს.

  • ინდივიდუალური და კომერციული დავები
  • არბიტრაჟი და მედიაცია
  • დავალიანების ამოღება და გადახდისუუნარობა
  • სადებეტო და საკრედიტო პორტფელების მართვა
ვრცლად

კორპორაციული სამართალი

გარიგებები, საბჭოები, ხელშეკრულებები და თანამშრომლები: იურიდიული საქმე ჩამოყალიბებული კომპანიის უკან, პარტნიორებისგან, რომლებიც მას ბიზნესის თვალით კითხულობენ.

  • შერწყმა და შესყიდვები (M&A)
  • კორპორაციული მართვა და რეესტრთან შესაბამისობა
  • კომერციული ხელშეკრულებების მომზადება და განხილვა
  • შრომის სამართალი და შრომითი ურთიერთობები
ვრცლად
თანამედროვე ოფისის დერეფანი
ლეპტოპი ფინანსური გრაფიკებით

საგადასახადო კონსულტაცია

დროულად მიღებული საგადასახადო გადაწყვეტილება საგადასახადო დავაზე იაფი ჯდება. ვგეგმავთ მოგების განაწილებას, ვასტრუქტურებთ საერთაშორისო შემოსავალს და ვერთვებით, როცა შემოსავლების სამსახური გწერთ.

  • მოგების განაწილება და საგადასახადო სტრუქტურირება
  • საერთაშორისო დაბეგვრა და შეთანხმებები
  • წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურთან
  • საბაჟო და სავაჭრო რეგულაციები
ვრცლად

მზად ხართ მიიღოთ თქვენი სამართლებრივი გეგმა?

დანიშნეთ კონსულტაცია ჩვენს გუნდთან თქვენი კონკრეტული სამართლებრივი საჭიროებების განსახილველად.

კონსულტაციის დაჯავშნა